არგენტინის ნაკრები სამშობლოში დაბრუნდა

20 დეკემბერი 2022, 20:19 711 ნახვა

მსოფლიოს ჩემპიონი არგენტინის ნაკრები ბუენოს აირესში დღეს ჩაფრინდა. ფინალში საფრანგეთის ნაკრებთან ფენომენალურ-ისტორიული გამარჯვების შემდეგ მთელი არგენტინა ზეიმობს. ჯერ კიდევ კვირას, ფინალის შემდეგ, არგენტინის ქალაქებისა და სოფლების ქუჩებში მილიონობით ადამიანი გამოვიდა, ბუენოს აირესის ცენტრში კი ასიათასობით ადამიანი ზეიმობდა.თვითმხილველები პოსტავენ, რომ ეს ყველაზე დიდი საფეხბურთო ზეიმია, რაც ამ ქვეყანას ოდესმე უნახავს. დღეიდან კი, რადგან ნაკრებიც სამშობლოში ჩავიდა, ლურჯ-თეთრი საფეხბურთო ფიესტა მთელი არგენტინის მასშტაბით ახალ მუხტს მიიღებს. მსოფლიო ჩემპიონების საზეიმო მსვლელობა ბუენოს აირესში თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყო. მოსალოდნელია, რომ არგენტინის დედაქალაქის ქუჩებში მილიონზე მეტი ადამიანი გამოვა. არგენტინის ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონის ტიტული ისტორიაში მესამედ მოიპოვა, - 1978 წელს მარიო კემპესის და 1986 წელს მარადონას ლიდერობით. 2022 წელს კი საფეხბურთო სამყაროს უმთავრეს ტიტულს მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელის ლიონელ მესის ლიდერობით დაეუფლა.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი