მინი-ფეხბურთი - „კოლხეთის“ ვეტერანებმა ფინალში ბათუმის „დინამოს“ ვეტერანებს მოუგეს

19 დეკემბერი 2022, 11:04 603 ნახვა

დასრულდა წარსულში ბათუმის „დინამოს“ ვეტერანი ფეხბურთელის, გუნდის ყველა დროის საუკეთესო გოლეადორის გენო მენაბდის ხსოვნისადმი მიძღვნილი ტრადიციული ტურნირი მინი-ფეხბურთში ვეტერანთა შორის.

შეჯიბრებაში ბათუმის „დინამოს“ ფოთის „კოლხეთის“, ოზურგეთის „მერცხალის“ და ხელვაჩაურის „მაჭახელას“ ვეტერანი ფეხბურთელები მონაწილეობდნენ. „დინამოს“ რიგებში ითამაშეს პაატა მაჭუტაძემ, გელა შეყილაძემ, ვანო მახარაძემ, ამირან მუჯირმა და კახა ქაცარავამ.

ტურნირში ასევე მონაწილეობდნენ ბათუმის ახალგაზრდული ნაკრები და ხაზდერეს ვეტერანთა გუნდი. ფინალში ერთმანეთს ბათუმის „დინამოს“ და „კოლხეთის“ ვეტერანები დაუპირისპირდნენ.

ზღვისპირელთა დერბი ფოთელების გამარჯვებით 1:0 დასრულდა. მესამე ადგილზე ოზურგეთის „მერცხალი“ გავიდა, რომელმაც „მაჭახელა“ 5:3 დაამარცხა. სხვადასხვა ნომინაციებში გამოვლინდნენ საუკეთესოები.

გამარჯვებულები და პრიზიორები გენო მენაბდის ოჯახის წევრებმა დააჯილდოვეს. გენო მენაბდის ხსოვნის ტურნირს აჭარის მინი-ფეხბურთის ფედერაცია 2006 წლიდან ატარებს.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი