კვარაცხელიამ “ვილიარეალს”გაუტანა

18 დეკემბერი 2022, 10:02 482 ნახვა

„ნაპოლიმ“ სეზონის განახლებამდე მორიგი ამხანაგური მატჩი გამართა. იტალიურმა კლუბმა საკუთარ მოედანზე „ვილიარეალს“ უმასპინძლა და 2:3 დამარცხდა. ხვიჩა კვარაცხელია სპალეტიმ შეუცვლელად ათამაშა.  

ქართველმა ფეხბურთელმა კი „ვილიარეალის“ კარი თერთმეტმეტრიანი დარტყმით აიღო. პირველი ტაიმი 1:1 დასრულდა. ორ წუთში ვიქტორ ოსიმენმა ანგარიში გაათანაბრა. მატჩის 70-ე წუთისთვის ვილიარეალი ჯექსონისა და ხერარდ მორენოს გოლებით 3:1-ს იგებდა. ხვიჩა კვარაცხელიამ სწორედ ამ დროს მოახერხა ანგარიშში სხვაობის შემცირება, მან 79-ე წუთზე პენალტი გაიტანა.

„ნაპოლის“ ახალ სეზონამდე კიდევ ერთი ამხანაგური მატჩი აქვს ჩანიშნული.

კვარაცხელიას გუნდი 21 დეკემბერს ფრანგული „ლილის“ წინააღმდეგ საკუთარ მოედანზე ითამაშებს.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი