ევროპის სუპერთასის ფინალში ''შავი ლომის'' მეტოქე ''თელ-ავივ ჰითი'' იქნება

14 დეკემბერი 2022, 10:01 518 ნახვა

პირველი ქართული ფრენჩაიზი „შავი ლომი“ შევარდენის სანაკრებო ბაზაზე შეიკრიბა და რაგბი ევროპის სუპერთასის გადამწყვეტი მატჩისთვის მზადების დასკვნით ეტაპზე გადავიდა. შეგახსენებთ, რომ „შავი ლომი“ ტიტულის დაცვას 17 დეკემბერს შეეცდება, მეტოქედ კი ისრაელის წარმომადგენელი „თელ ავივ ჰითი“ იქნება.

მომავალი ფინალისტები სუპერთასის აღმოსავლეთ კონფერენციაში თამაშობდნენ და პირველ-მეორე ადგილი დაიკავეს. მატჩი ავჭალის სტადიონზე თბილისის დროით 16:00 საათზე დაიწყება.

ცნობისთვის, რაგბი ევროპის სუპერთასის ფინალი თბილისში პირველად ჩატარდება.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი