საერთაშორისო ტურნირი ჭადრაკში დასრულდა 

11 დეკემბერი 2022, 20:01 614 ნახვა

საჭადრაკო კლუბი „ნონას“ მიერ ორგანიზებული წლის შემაჯამებელ საერთაშორისო ტურნირი დასრულდა.

შეჯიბრებში საქართველოს, უკრაინის, ამერიკის შეერთებული შტატების, თურქეთის და ყაზახეთის მოჭადრაკეები მონაწილეობენ. ასპარეზობა ყველა ასაკობრივ კატეგორიაში გაიმართა.

ტურნირის პირველი დღე რაპიდს დაეთმო, დღეს კი მოჭადრაკეები ერთმანეთს ბლიცში დაუპირისპირდნენ.

საქართველოს ჩემპიონატსა და სხვადასხვა საერთაშორისო ტურნირზე საჭადრაკო კლუბ „ნონას“ წარმომადგენლებმა 2022 წელს 10 ოქროს მედალი მოიპოვეს.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში