ქართველმა მებრძოლმა ილია თოფურიამ დღეს, UFC-ში მეხუთე ჩხუბი ბრაის მიტჩელის წინააღმდეგ გამართა და მეტოქე მეორე რაუნდში დაამარცხა. გამარჯვებამდე ილიამ ბრაისი ნოკდაუნში ჩააგდო. აღსანიშნავია, რომ ილიამ UFC-ში დანებებით პირველად მოიგო.
25 წლის თოფურიამ კარიერაში მე-13 გამარჯვება იზეიმა, ის დაუმარცხებლის სტატუსს ინარჩუნებს და მეოთხე ქართველი გახდა, რომელიც რეიტინგის 10-ეულში შევიდა.