ხორვატიის ნაკრებმა ბრაზილია პენალტების სერიაში დაამარცხა და ნახევარფინალში გავიდა

09 დეკემბერი 2022, 22:23 819 ნახვა

ხორვატიის ეროვნული ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის ნახევარფინალში გავიდა. კატარში მიმდინარე მუნდიალის მეოთხედფინალური ეტაპის შეხვედრაში ხორვატია ბრაზილიას დაუპირისპირდება და პენალტების სერიაში 4-2 დაამარცხა.

მატჩის ძირითადი დრო ფრედ 0-0 დასრულდა და დამატებითი ტაიმები დაინიშნა.

პირველი დამატებითი ტაიმის ბოლო წუთზე ბრაზილიელბის კომბინაცია ნეიმარმა გოლით დაასრულა.
მეორე დამატებით ტაიმში ორსიჩის გამჭოლი გადაცემის შემდეგ პეტროვიჩმა ანგარიში გაათანაბრა და პენალტების სერია დაინიშნა. ამჯერადაც თერთმეტმეტრიანიბის სერიაში გმირი ხორვატიის ნაკრების მეკარე დომინიკ ლივაკოვიჩი იყო.
ლივაკოვიჩმა პირველი პენალტი როდრიგოს აუღო და ბრაზილიია მდევრის როლში დარჩა.

მეოთხე თერთმეტმეტრიანი კი მარკინიოსმა ძელს მოარტყა და ხორვატიის ნაკრების გამარჯვებით 4-2 დასრულდა. 

ხორვატიის ნაკრების მეტოქე დღეს გაირკვევა ნიდერლანდებისა და არგენტინის შეხვედრაში.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში