საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა ძალაში დატოვა სანქციები რუსი და ბელარუსი სპორტსმენების მიმართ.
„პოზიცია არ შეცვლილა – დაცვითი ზომები, რომელიც მოქმედებს თებერვლიდან, ძალაში რჩება. ამ მომენტისთვის არ დამდგარა რუსეთისთვის და ბელარუსისთვის სანქციების მოხსნის დრო“, – განაცხადა კომიტეტის წარმომადგენელმა მარკ ადამსმა.
2022 წლის თებერვლის ბოლოს საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა სპორტულ ფედერაციებს რეკომენდაცია მისცა – უკრაინაში რუსული აგრესიის გამო არ დაუშვან რუსი და ბელარუსი ათლეტები საერთაშორისო ტურნირებზე.