კარატისტებმა ოთხი ოქროს მედალი მოიპოვეს

05 დეკემბერი 2022, 13:57 733 ნახვა

პოლონეთის დედაქალაქმა ვარშავამ კონტაქტურ კარატეში საერთაშორისო ტურნირს - „კოკორო კაპ-ს“ (KOKORO KUP) უმასპინძლა. შეჯიბრება ჭაბუკთა შორის ჩატარდა, რომელშიც საქართველოს ჭაბუკთა ნაკრების წევრებმა, ბათუმის სპორტის სასახლის სპორტსმენებმა იასპარეზეს და სხვადასხვა წონით კატეგორიაში ოთხი ოქროს მედალი მოიპოვეს.

12 წლამდელთა შორის ტურნირის გამარჯვებული მალხაზ ქაჯაია  გახდა; 14 წლამდელთა შორის ჩემპიონის ტიტული დიმიტრი მსხალაძეს მოიპოვა. 16 წლამდელთა შორის კი ოქროს მედლები ლუკა მგელაძემ და ანრი მსხალაძემ მოიპოვეს.

აქვე შეგახსენებთ, რომ ვარშავაში გამართულ ევროპის აბსოლუტურ ჩემპიონატზე, სადაც მხოლოდ მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონები და პრიზიორები ასპარეზობდნენ,  ვიცე-ჩემპიონის ტიტული მოიპოვა ბათუმელმა დავით მსხალაძემ.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი