ბათუმის საკალათბურთო გუნდმა საქართველოს სუპერლიგაში მეორე გამარჯვება მოიპოვა.
ბუბა ბერიშვილის შეგირდებმა მე-6 ტურის შეხვედრაში „თსუ-ს“ უმასპინძლეს და დაძაბულ ბრძოლაში 82-80 დაამარცხეს.
ბათუმელთა მხრიდან ბრწყინვალე მატჩში ჰქონდა კაილი რიდლის. ამერიკელმა ლეგიონერმა 36:21 წუთი ითამაშა და ამ დროის განმავლობაში 30 ქულით 10 მოხსნითა და 6 გადაცემით ორმაგი დუბლი გაიფორმა.
სტუმართა მხრიდან კი, 21 ქულითა 5 მოხსნითა და 13 გადაცემით ასევე ორმაგი დუბლი გაიფორმა საქართველოს ნაკრების წევრმა გიორგი ცინცაძემ.
ამ დროისთვის შავიზღვისპირელები სუპერლიგის სატურნირო ცხრილში 2 მოგებითა და 3 მარცხით მე-8 პოზიციაზე იმყოფებიან. მომდევნო შეხვედრას „ბათუმი“ 7 დეკემბერს სტუმრად „ვერას “ წინააღმდეგ გამართავს.