მსოფლიოს ჩემპიონატის მერვედფინალური ეტაპის კიდევ ორი წყვილი ცნობილია. საფრანგეთის ნაკრები პოლონეთს დაუპირისპირდება. ხოლო არგენტინა ავსტრალიას.
საერთო ჯამში ამ დროისთვის 4 წყვილია ცნობილი. კიდევ ორი მერვედფინალური წყვილი ასე გამოიყურება:
ნიდერლანდები - ამერიკის შეერთებულ შტატები და ინგლისი- სენეგალი.
დღეს კი კატარის მუნდიალზე კიდევ ოთხი მერვედფინალისტი გაირკვევა.
კანადა - მაროკო 19:00 საათი;
ხორვატია - ბელგია 19:00 საათი;
კოსტარიკა გერმანია 23:00;
ესპანეთი - იაპონია 23:00.
მატჩების პირდაპირი რეპორტაჟი საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველ არხსა და ტელესკოლაზე იქნება.