იტალიის ქალაქ ასისში მიმდინარე სენიორ-მოჭადრაკეთა მსოფლიო ჩემპიონატზე ნონა გაფრინდაშვილმა მეშვიდე მატჩში უკრაინელი მოწინააღმდეგე დაამარცხა და სენიორ ქალთა გათამაშებას ხუთნახევარი ქულით ლიდერობს, საერთო ჩათვლაში კი მეექვსე ადგილს იკავებს და ლიდერს მხოლოდ 1 ქულით ჩამორჩება.
თავისი შეხვედრა მოიგო ზურაბ სტურუამაც. მან ფილიპინების წარმომადგენელი დაამარცხა და ხუთნახევარი ქულით ქულით რეიტინგში მე-4 ადგილს იკავებს.