სუპერლიგაში „ბათუმის“ წარუმატებელი სერია გრძელდება

21 ნოემბერი 2022, 10:37 537 ნახვა

სანაკრებო პაუზის შემდეგ საკალათბურთო სუპერლიგის გათამაშება გაგრძელდა. მე-4 ტურში გასული სეზონის ვიცე-ჩემპიონმა “ოლიმპმა” “ბათუმს” უმასპინძლა და 93:83 დაამარცხა.

„ოლიმპმა“ პირველი ორი პერიოდი მოიგო და დიდ შესვენებაზე 19-ქულიანი უპირატესობით გავიდა, აღნიშნული უპირატესობა მატჩის ბოლომდე შეინარჩუნა.

ეს „ოლიმპისთვის“ მიმდინარე სეზონში პირველი გამარჯვება, „ბათუმისთვის“ კი ზედიზედ მესამე მარცხი იყო. ბათუმელთაგან 21 ქულითა და 11 მოხსნით საუკეთესო იყო კაილი რიდლი.

16 ქულა ზღვისპირელთა ახალწვეულმა – ალონზო სტეფორდმა მოაგროვა. მორიგ შეხვედრას „ბათუმი“ 24 ნოემბერს გამართავს და „ქუთაისს“ უმასპინძლებს.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი