საქართველოს ჩემპიონმა "ბათუმმა" მორიგი მარცხი იწვნია. ამჯერად, ჩემპიონებმა შინ რუსთავის "ხარებთან" წააგეს -ანგარიშით 5:29. პირველ ტაიმში რუსთაველები აშკარა უპირატესობას ფლობდნენ და 3 ლელოც გაიტანეს, რაზეც ბათუმელებმა ვერაფრით უპასუხეს და ტაიმი - 0:22 წააგეს.
შესვენების შემდეგ გუნდებმა კიდევ თითო ლელო გაცვალეს. მატჩის საუკეთესო მორაგბედ ლევან ჭავჭავაძე დასახელდა.