ყაზახეთმა მშვილდოსნობაში „ნურსულტანის გრან-პრის“ უმასპინძლა, რომელშიც საქართველოს ნაკრების წევრები მონაწილეობდნენ.
საკვალიფიკაციო სროლებში მირიან წულუკიძე პირველ ადგილზე გავიდა, ციკო ფუტკარაძემ მეორე ადგილი დაიკავა, ანრი ბასილაძემ კი მეხუთე.
რაც შეეხება შერეულ წყვილებს, ციკო ფუტკარაძისა და მირიან წულუკიძის ტანდემი ჩემპიონის ტიტულს დაეუფლა.