ბათუმში დასრულდა საჭადრაკო კლუბ „ნონას“ მიერ ორგანიზებული სასკოლო-საჭადრაკო ფესტივალი, რომელშიც ჩვენი ქალაქის მოსწავლეები მონაწილეობდნენ 23 სკოლიდან.
ფესტივალი სამ ეტაპად ჩატარდა, პირველი ეტაპი შიდა-სასკოლო შეჯიბრებებს მოიცავდა, მომდევნო ორი ეტაპი კი ფინალური იყო. - ტურნირი როგორც პირად, ასევე გუნდურ შეჯიბრებაში გაიმართა.
ფესტივალი ტრადიციულია და 2019 წლიდან ტარდება.