დღეს საქართველოს საკალათბურთო სუპერლიგის მორიგ ტურში კლუბი „ბათუმი“ სტუმრად თბილისის „ოლიმპს“ დაუპირისპირდება. საქართველოს თასისა და სუპერთასის მფლობელმა „ბათუმმა“ მიმდინარე ჩემპიონატში ორი შეხვედრა გამართა და ორივეში დამარცხდა.
ბუბა ბერიშვილის შეგირდებმა პირველი მატჩი „კაკტუსთან“ გასვლაზე დათმეს, მეორე შეხვედრა კი საკუთარ მოედანზე „დელტას“ წინაღმდეგ და იქაც დამარცხდნენ. სატურნირო ცხრილში „ოლიმპს“ და „ბათუმს“ ორ-ორი წაგება და ორ-ორი ქულა აქვთ, შესაბამისად მეათე და მეთერთმეტე პოზიციებზე არიან.
მატჩი თბილისის ოლიმპიურ სასახლეში 15:00 საათზე დაიწყება.
აქვე გეტყვით, რომ საკალათბურთო კლუბ "ბათუმის" რიგებს ახალი ფორვარდი , ამერიკელი ალონზო სტეფორდი შეემატა.