ელენე ქებაძე მსოფლიო ჩემპიონია 

14 ნოემბერი 2022, 10:07 624 ნახვა

სამი მედალი საქართველოს.  სამბისტთა მსოფლიოს ჩემპიონატი ყირგიზეთში დასრულდა. მთავარი ჯილდო ქალთა გუნდის მონაგარია.  ელენე ქებაძე მძიმე წონაში მსოფლიოს ჩემპიონი გახდა და ოქროს მედალს დაეუფლა, ვაჟებში კი დავით ლორიაშილმა ვერცხლი, ხოლო პაატა ღვინიაშვილმა ბრინჯაო მოიპოვა.

ქებაძემ ფინალში რუსი ანჟელა გასპარიანი დაამარცხა. სამბოს საერთაშორისო ფედერაცია იმათ რიგებში დარჩა, ვინც რუსებს სანქციები არ დაუწესა და არ მოკვეთა ტურნირებიდან.

ამჯერად მათ მხოლოდ ეროვნული სიმბოლიკის,  დროშის, ჰიმნის, ქვეყნის სახელის გამოყენება აუკრძალა.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი