ბათუმი კალათბურთში აჭარის თასის გათამაშებას მასპინძლობს 

14 ნოემბერი 2022, 10:25 363 ნახვა

ბათუმის სპორტის სასახლეში აჭარის კალათბურთის ფედერაციის თასის გათამაშება მიმდინარეობს 15-წლამდე ასაკის კალათბურთელთა შორის.

ტურნირში თბილისის „ორბი“, „ქუთაისი“ და ბათუმის ორი გუნდი მონაწილეობს. პირველ საშეჯიბრო დღეს ბათუმის პირველმა გუნდმა „ბათუმი 2“ 91:81 დაამარცხა, „ქუთაისმა“ კი „ორბს“ 66:58 მოუგო.

ტურნირის მეორე დღე წარმატებული აღმოჩნდა ბათუმის ორივე გუნდისთვის. „ბათუმი ერთმა“ „ქუთაისს“ 92:62 მოუგო, „ბათუმი ორმა“ კი „ორბი“ 89:43 დაამარცხა.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში