ანასტასია გუბანოვამ შეფილდის გრან პრიზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

13 ნოემბერი 2022, 20:50 720 ნახვა

ფიგურულ ციგურაობაში შეფილდის გრან პრიზე საქართველოს ნაკრების წევრმა ანასტასია გუბანოვამ ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

20 წლის გუბენოვამ 10 ქვეყნის 12 მონაწილე ქალს შორის მესამე ადგილი დაიკავა. გრან პრის ჩემპიონი იაპონელი მაი მიჰარა გახდა, ვერცხლის მედალი ამერიკელმა იზაბეუ ლევიტომ დაიმსახურა. გუბენოვამ კი ევროპელ მოციგურავეებს შორის საუკეთესო მაჩვენებელი დააფიქსირა.

გრან პრის ეტაპებში მონაწილეობის ისტორიაში, საქართველომ პირველად შეძლო ქალთა კატეგორიაში ბრინჯაოს მედლის მოპოვება.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში