ევროლიგის მატჩის შემდეგ თორნიკე შენგელია ნაკრებს შეუერთდა

10 ნოემბერი 2022, 10:13 504 ნახვა

თორნიკე შენგელიას „ვირტუს ბოლონიამ“ ევროლიგის მე-7 ტურში იტალიური დერბი მოიგო. თორნიკეს კლუბი სტუმრად „მილანოს“ დაუპირისპირდა და მატჩი ხუთქულიანი უპირატესობით 64:59 დაასრულა. თორნიკე შენგელია ბოლონიელთა რიგებში ერთ-ერთი საუკეთესო იყო.

საქართველოს ნაკრების კაპიტანმა 21 წუთი ითამაშა, რა დროშიც რვიდან სამი ორქულიანი და ოთხიდანდან ორი სამქულიანი ჩააგდო და მატჩი 12 ქულით, 2 მოხსნითა და 2 პასით დაასრულა.

ვირტუსისთვის“ ეს სეზონში მესამე მოგება იყო, შენგელიას გუნდი 18-გუნდიან ჩემპიონატში მე-14 ადგილზეა და ევროლიგის მომდევნო ტურში „ვალენსიას“ უმასპინძლებს.

დღეს კი საქართველოს ნაკრების კაპიტანი ეროვნულ გუნდს რეიკიავიკში შეუერთდება და ისლანდიასთან მატჩისთვის გუნდთან ერთად ივარჯიშებს.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი