გერმანიაში დასრულდა „აი-ეფ-სი“-ს (IFC) მიერ ორგანიზებული ტურნირი კიკბოქსინგში. 66 კგ. წონით კატეგორიაში პირველობისთვის იბრძოდა ქართველი სპორტსმენი ცოტნე სულთანიშვილი, რომელმაც შეჯიბრება თავიდან ბოლომდე დამაჯერებლად ჩაატარა და ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.
ცოტნემ ფინალში, მესამე რაუნდში დაამარცხა რუსი მოწინააღმდეგე არტურ ლიერი და აღნიშნული ორგანიზაციის ჩემპიონის ქამარს დაეუფლა.