ქართველი პარაძიუდოისტები მსოფლიო ჩემპიონატზე ასპარეზობენ

09 ნოემბერი 2022, 10:02 466 ნახვა

ბაქოში მიმდინარე პარაძიუდოისტთა მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს პარალიმპიური კომიტეტის ეროვნულ ნაკრებს პირველი მედალი ზურაბ ზურაბიანმა მოუტანა.

ქართველმა მესამე ადგილისთვის ბრძოლაში თანამემამულე ნუკრი მიღრიჯანაშვილი დაამარცხა. ტურნირზე დღეს კიდევ სამმა ქართველმა – გიორგი ქალდანმა, ბაჩუკი შელიამ და მიშიკო შიობრიშვილმა იასპარეზეს, მაგრამ სამივე ფალავანი რეპეშაჟში დამარცხდა და ინდივიდუალური შეჯიბრება მედლის გარეშე დაასრულა.

დღეს მსოფლიო ჩემპიონატზე კიდევ ოთხი ქართველი პარასპორტსმენი გამოვა. ბაქოში ლაშა ყიზილაშვილი, პარაოლიმპიური თამაშების მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონი ზვიად გოგოჭური და ტოკიოს პარაოლიმპიადის ვიცე-ჩემპიონები რევაზ ჩიკოიძე და ინა ქალდანი იასპარეზებენ.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი