სუპერლიგის მე-3 ტურის ბოლო მატჩში გურჯაანის „დელტამ“ ბათუმში უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვა, რომელმაც მასპინძელი „ბათუმი“ 89:75 დაამარცხა.
„დელტა“პირველივე პერიოდის შემდეგ 27:19 დაწინაურდა. მიუხედავად ბათუმელთა მცდელობისა, მათ თამაშში გარდატეხის შეტანა ვერ მოახერხეს და საბოლოოდ მეორე შეხვედრაც წააგეს.
სუპერლიგაში ახლა სანაკრებო პაუზაა და ეროვნული გუნდის თამაშების შემდეგ თამაშები 19 ნოემბრიდან განახლდება.