ფრენბურთი - ფრენბურთის ფესტივალის გამარჯვებული „ქუთაისი“ გახდა 

07 ნოემბერი 2022, 10:20 812 ნახვა

ბათუმის სპორტის სასახლეში დასრულდა ფესტივალი ფრენბურთში გოგონათა შორის, რომელშიც საქართველოს სხვადასხვა ქალაქის ოთხი გუნდი მონაწილეობდა. შეჯიბრება წრიული სისტემით ჩატარდა და გამარჯვებული დაგროვებული ქულათა მაქსიმუმით გამოვლინდა.

პირველ ადგილზე „ქუთაისი“ გავიდა, მეორეზე - „ბათუმი“, მესამე და მეოთხე ადგილებზე, შესაბამისად, გორის და თბილისის გუნდები გავიდნენ.

ტურნირის საუკეთესო მოთამაშედ თბილისელი ლიზი ჩალათაშვილი გახდა, საუკეთესო გამთამაშებლად „ბათუმის“ წევრი ელიზაბედ მიქელაძე დაასახელეს, საუკეთესო თავდამსხმელის პრიზი კი ქუთაისელ ანასტასია დვალიშვილს ხვდა წილად.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი