დღეს საქართველოს საკალათბურთო სუპერლიგის მეორე შეხვედრაში ქვეყნის თასისა და სუპერთასის მფლობელი „ბათუმი“ გურჯაანის „დელტას“ უმასპინძლებს.
შეგახსენებთ, რომ ჩემპიონატის პირველ შეხვედრაში „ბათუმი“ სტუმრად „კაკტუსთან“ 78:89 დამარცხდა და ამ დროისთვის სატურნირო ცხრილში ერთი ქულით მეცხრე ადგილზეა.
„დელტას“ კი თითო-თითო მოგება-წაგება აქვს და ცხრილში 3 ქულით მეხუთე პოზიციას იკავებს. ეს გუნდები უკვე შეხვდნენ ერთმანეთს დუდუ დადიანის სახელობის თასის გათამაშებაში და მაშინ „დელტამ“ გაიმარჯვა.
ზღვისპირელები რევანშისთვის ემზადებიან. „ბათუმისა“ და „დელტას“ შეხვედრა სპორტის სასახლეში 19:00 საათზე დაიწყება.