აჭარის ფიგურული ციგურაობის ფედერაციას ახალი პრეზიდენტი ჰყავს

05 ნოემბერი 2022, 20:03 979 ნახვა

დღეს აჭარის ფიგურული ციგურაობის ფედერაციამ ახალი პრეზიდენტი აირჩია. უფლებამოსილების ვადის ამოწურვის შემდეგ თანამდებობა დატოვა ლიკა ნაკაიძემ, რომელიც ამ ორგანიზაციას 10 წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა.

ფედერაციის ახალი წესდების მიხედვით, მოწვეულმა დელეგატებმა ახალი პრეზიდენტი ერთხმად აირჩიეს. 

მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში აჭარის ფიგურული ციგურაობის ფედერაციას უჩა აბრამიშვილი უხელმძღვანელებს, რომელიც ბათუმის სპორტული ცენტრის დირექტორის თანამდებობასაც იკავებს.

ახალმა პრეზიდენტმა ახალი გუნდი წარადგინა. ვიცე-პრეზიდენტად ბაჩო ზარანდია დაასახელეს, გენერალური მდივანი თინა ჩაკვეტაძე იქნება.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი