დღეს ''ნაპოლი'' გასვლაზე ''ატალანტას'' ესტუმრება

05 ნოემბერი 2022, 11:18 668 ნახვა

იტალიის ''სერია ა''-ს მე-13 ტურის  ცენტრალურ შეხვედრაში ''ნაპოლი'' გასვლაზე ბერგამოში ''ატალანტას'' ესტუმრება.

12 ჩატარებული  მატჩის შემდეგ ნეაპოლელები 32 ქულით პირველ პიზიციას იკავებენ, ხოლო ''ატალანტა'' 27 ქულით მეორე ადგილზე იმყოფება.

ამ პრინციპულ შეხვედრაში ''ნაპოლი'' ბერგამოში  მნიშვნელოვანი დანაკლისით არის ჩასული. ლუჩანო სპალეტის ხვიჩა კვარაცხელია და რაჰმანი  არ ეყოლება.

ხვიჩამ წელის დაზიანება გუშინ  ვარჯიშის ბოლოს მიიღო. სამედიცინო და სამწვრთნელო შტაბმა  არ გარისკა და  კვარაცხელიას ნეაპოლში დატოვება გადაწყვიტა ,თუმცა იტალიური მედიის ინფორმაციით ქართველის ტრამვა საგანგაშო არ არის.


''ატალანტას'' და ''ნაპოლის'' მატჩი დღეს 21:00 საათზე დაიწყება.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში