სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციას ახალი ხელმძღვანელი ჰყავს. თამაზ ბესტაევს მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრი დღეს პირადად შეხვდა, ახალ პოზიციაზე დანიშვნა მიულოცა და მხარდაჭერა აღუთქვა. თამაზ ბესტაევმა აღნიშნულ პოზიციაზე დიმიტრი სანაკოევი შეცვალა, რომელმაც თანამდებობა ცოტა ხნის წინ დატოვა. ბესტაევი ბოლო 15 წლის განმავლობაში სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის სამსახურს ხელმძღვანელობდა.