ბიუროს სხდომა

30 ოქტომბერი 2025, 17:51 155 ნახვა

აჭარის უმაღლესი საბჭო „ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს“ ორი დეპუტატისთვის,  მამუკა თურმანიძისა და   ვახტანგ ბერიძისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხზე უმაღლეს საბჭოში ხვალ რიგგარეშე სხდომაზე იმსჯელებს.  ვახტანგ ბერიძე ხულოს, ხოლო მამუკა თურმანიძე ქედის მერი გახდა. შესაბამისად მათ საკანონმდებლო ორგანოში საქმიანობის გაგრძელება შეეზღუდათ. საკითხის დამტკიცების შემდეგ, მათ უმაღლეს საბჭოში პარტიის სიაში მომდევნო წევრები,  ილია ვერძაძე და ნადიმ ვარშანიძე შეცვლიან. დღეს უმაღლეს საბჭოს ბიუროს სხდომაზე ასევე განისაზღვრა  აჭარის უმაღლეს საბჭოს  ავტონომიური რესპუბლიკის  2026 წლის ბიუჯეტის პროექტისა და 2026-2029 წლების პრიორიტეტების დოკუმენტის  კომიტეტებში განხილვის  გრაფიკი.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

ამინდი

 კონკურსი მაუწყბელის დირექტორის პოზიციაზე