„ქართული ოცნების“ საკონსტიტუციო სარჩელი

30 ოქტომბერი 2025, 15:33 133 ნახვა

„გიორგი გახარიას პარტიამ თავს უშველა იმით, რომ პარლამენტში შევიდა“ -ასე განმარტა ჟურნალისტებთან  თუ რატომ ვერ მოხვდა მათ სარჩელში პარტია „გახარია-საქართველოსთვის“. სამი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის შესახებ ქართული  ოცნების სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში დღეს გადაიგზავნება.

სასამართლომ სარჩელის წარმოებაში მიღებიდან 9 თვის ვადაში უნდა მიიღოს გადაწყვეტილება. სარჩელს „ქართული ოცნების“, „ხალხის ძალის“ და „ევროპელი სოციალისტების“ 88 დეპუტატი აწერს ხელს.

საკონსტიტუციო სარჩელზე ხელმომწერი დეპუტატები სამი ოპოზიციური პარტიის: - „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“; „ლელო - ძლიერი საქართველოს“ და „კოალიცია ცვლილებისთვის“ არაკონსტიტუციურად ცნობას და აკრძალვას მოითხოვენ.სარჩელის ფარგლებში კონკრეტული პოლიტიკოსებისთვის პოლიტიკური საქმიანობის აკრძალვა მოთხოვნილი არ არის.

მაია ფუტკარაძე
რეგიონალური პროდიუსერი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

ამინდი

 კონკურსი მაუწყბელის დირექტორის პოზიციაზე