საკონსტიტუციო სასამართლოში სამი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის შესახებ სარჩელი შევიდა. საკონსტიტუციო სარჩელით პარლამენტის 88 დეპუტატი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“; „ლელო - ძლიერი საქართველოს“ და „კოალიცია ცვლილებისთვის“ არაკონსტიტუციურად ცნობას და აკრძალვას ითხოვს.
სარჩელის ფარგლებში კონკრეტული პოლიტიკოსებისთვის პოლიტიკური საქმიანობის აკრძალვა მოთხოვნილი არ არის. სარჩელს „ქართული ოცნების“, „ხალხის ძალის“ და „ევროპელი სოციალისტების“ დეპუტატი აწერენ ხელს.
კანონით განსაზღვრულუი პროცედურების თანახმად, საკონსტიტუციო სასამართლომ სამ დღიან ვადაში უნდა დაარეგისტრიროს სარჩელი. რის შემდეგაც განისაზღვრება , თუ რომელი კოლეგია განიხილავს მას. რის შემდეგაც ჩაინიშნება გამსწირგებელი სხდომა, სადაც კოლეგია სარჩელის დასაშვევებობაზე იმსჯელებს.
სარჩელის დასაშვებობის შემთხვევაში საკონსტიტუციო სასამართლოში დაიწყება არსებით განხილვა. სასამართლომ სარჩელის წარმოებაში მიღებიდან 9 თვის ვადაში უნდა მიიღოს გადაწყვეტილება.