აჭარის უმაღლეს საბჭოში დღეს რიგგარეშე პლენარული სხდომა გაიმართება. საკანონმდებლო ორგანო იმსჯელებს „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ ორი დეპუტატის, მამუკა თურმანიძისა და ვახტანგ ბერიძის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხზე. ვახტანგ ბერიძე ხულოს, ხოლო მამუკა თურმანიძე ქედის მერი გახდა.
საკითხის დამტკიცების შემდეგ, მათ უმაღლეს საბჭოში პარტიის სიაში მომდევნო წევრები: ილია ვერძაძე და ნადიმ ვარშანიძე შეცვლიან.
სავარაუდოდ, დღევანდელ სხდომაში მონაწილეობას მიიღებენ პარტია „გახარია – საქართველოსთვის“ წევრები. როგორც ცნობილია, მათ ბოიკოტი შეწყვიტეს და საპარლამენტო საქმიანობაში ჩაერთნენ. ოპოზიციურ პარტიას უმაღლეს საბჭოში ორი წევრი ჰყავს.
 
                             
                             
                         
                             
                             
                         
                             
                             
                         
                             
                            