ახალი მოწვევის ბათუმის საკრებულოს პირველი სხდომა

30 ოქტომბერი 2025, 20:00 126 ნახვა

ბათუმის მეექვსე მოწვევის ახალარჩეული საკრებულოს პირველი სხდომა ბათუმის 79-ე ოლქის საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ზვიად სურმანიძის მოხსენებით გაიხსნა. საარჩევნო კომისიის  თავმჯდომარემ საკრებულოს წევრებს 2025 წლის 4 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების ერთიანი ოქმი წარუდგინა და არჩევნების შედეგების დოკუმენტაცია ახალარჩეული საკრებულოს უხუცეს წევრს  ნერიმან ცინცაძეს  გადასცა.
სხდომაზე, დროებითი სამანდატო კომისიის ფორმირების შემდეგ,  უმრავლესობის წარდგინებით, საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობაზე ივანე მაისურაძის კანდიდატურა დასახელდა, რის შემდეგაც ფარული კენჭისყრით, საკრებულოს წევრებმა მეექვსე მოწვევის საკრებულოს თავმჯდომარედ, 22 ხმით, ივანე მაისურაძე  აირჩიეს, პროცესში მინაწილეობაზე უარი თქვეს ოპოზიციური პარტიების წარმომადგებლებმა გიორგი მასალკინმა და ვაჟა დარჩიამ.
საკრებულოს თავმჯდომარის ივანე მაისურაძის წარდგინებითა და უმრავლესობის გადაწყვეტილებით, საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილის თანამდებობა ნატალია ზოიძემ დაიკავა, ასევე  მოადგილეები იქნებიან ირაკლი თავდგირიძე და ლევან ცხოიძე.  საკრებულოში დარეგისტრირდა ფრაქციები და დამტკიცდა საკრებულოს კომისიებში პროპორციული წარმომადგენლობის კვოტები.
დღესვე, საკრებულოს სხდომაზე საკრებულოში მოქმედი კომისიების  თავმჯდომარეებიც აირჩიეს. სხდომაზე, პირადი განცხადების საფუძველზე , უფლებამოსილება შეუწყდა პოლიტიკური გაერთიანება ,,გახარია საქართველოსთვის" ახალარჩეულ წევრს ჯემალ ანანიძეს.

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

ამინდი

 კონკურსი მაუწყბელის დირექტორის პოზიციაზე