აჭარის მთავრობის თავმჯდომარე სულხან თამაზაშვილი სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ორგანიზებით გამართულ საზეიმო ღონისძიებას დაესწრო.
სულხან თამაზაშვილმა ბიუროს თანამშრომლებს პროფესიული დღე მიულოცა და აღნიშნა, რომ სასამართლო ექსპერტიზას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს სამართლებრივი სახელმწიფოს განმტკიცებისა და საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფის პროცესში.
ღონისძიების ფარგლებში, სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ხელმძღვანელმა, გიორგი მურვანიძემ დასავლეთ საქართველოსა და აჭარის რეგიონული ექსპერტიზის დეპარტამენტების წლის საუკეთესო თანამშრომლები დააჯილდოვა.
ღონისძიებას აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე, ქალაქ ბათუმის მერი გიორგი ცინცაძე, მინისტრთა კაბინეტის წევრები, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები, ბიუროს თანამშრომლები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.