ლეიბორისტული პარტიის ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა ბრიფინგი გამართა და ქვეყანაში განვითარებულ პროცესებზე ისაუბრა. მან მიმართა აშშ-ს პრეზიდენტს, საფრანგეთის პრეზიდენტსა და დიდი ბრიტანეთის პრემიერა, რათა უშიშროების საბჭოს სხდომაზე მიიღონ რეზოლუცია, სადაც რუსეთის მხრიდან საქართველოს კოლონიზაციაზე იქნება საუბარი. მისი თქმით, თავსმოხვეული, ტირანული დიქტატურა, რომელიც საქართველოში მძვინვარებს რუსეთის ფედერაციის პოლიტიკური ანექსიითაა განპირობებული.