რომის პაპი მოვიწვიე საქართველოში, მომავალ წელს გაქრისტიანებიდან 17-საუკუნოვანი იუბილე აღინიშნება და ამ კონტექსტში ძალიან საინტერესო იქნებოდა რომის პაპის ვიზიტი - პრემიერი

47 წუთის წინ 70 ნახვა

მოვიწვიე რომის პაპი საქართველოში და იმედი გვაქვს, რომ ის ესტუმრება საქართველოს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ რომში ქართველ ჟურნალისტებს განუცხადა.

„მოვიწვიე რომის პაპი საქართველოში. ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ეს ვიზიტი. როგორც მოგეხსენებათ, მომავალ წელს აღინიშნება საქართველოში გაქრისტიანებიდან 17-საუკუნოვანი იუბილე და ამ კონტექსტში ძალიან საინტერესო იქნებოდა საქართველოში რომის პაპის ვიზიტი. ეს მოწვევა გადავეცი რომის პაპს. იმედი გვაქვს, რომ ის ესტუმრება საქართველოს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ირაკლი კობახიძის თქმით, საინტერესო საუბრები შედგა რომის პაპთან და სახელმწიფო მდივანთან, ეს გვიღრმავებს რწმენას, რომ გაგრძელდება ძალიან მჭიდრო თანამშრომლობა საქართველოსა და ვატიკანს შორის.

„დასრულდა ჩვენი ვიზიტი ვატიკანში. შევხვდი რომის პაპს, გვქონდა ძალიან საინტერესო საუბარი. რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანიაჩვენთვის ვატიკანის, რომის პაპის მხარდაჭერა. დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან ეს მხარდაჭერა იყო ძალიან მნიშვნელოვანი, რისთვისაც რომის პაპს მადლობა გადავუხადე. მხარდაჭერა ჩვენი სუვერენიტეტის მიმართ, ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის მიმართ ვატიკანის მხრიდან არის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი, რასაც ხაზი გავუსვით.

ჩვენ ასევე გვქონდა საუბარი ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებთან და იმ გამოწვევებთან დაკავშირებით, რომლებიც დგას ჩვენი ქვეყნის და თანამედროვე სამყაროს წინაშე, მათ შორის, როდესაც საქმე ეხება ქრისტიანული ღირებულებებისთვის ბრძოლას. რა ბრძოლას გადის ამ კუთხით ჩვენი  ქვეყანა, როდესაც საქმე ეხება ქრისტიანულ, ტრადიციულ ღირებულებებს, ამაზეც გვქონდა ძალიან საინტერესო საუბარი რომის პაპთან.

ასევე, დღეს შეხვედრა შედგა სახელმწიფო მდივანთან, სადაც გვქონდა საუბარი ვატიკანსა და საქართველოს შორის თანამშრომლობაზე. მადლობა გადავუხადეთ ჩვენს მეგობრებს იმ მხარდაჭერისთვის, რომელსაც ისინი გამოხატავენ ჩვენი ქვეყნის მიმართ. აქაც, საუბარი გვქონდა, რა თქმა უნდა, ჩვენი ქვეყნის წინაშე და ჩვენი ქვეყნის გარშემო არსებულ გამოწვევებზე. ძალიან საინტერესო საუბრები შედგა. ეს ყველაფერი გვიღრმავებს იმის რწმენას, რომ გაგრძელდება ძალიან მჭიდრო თანამშრომლობა საქართველოსა და ვატიკანს შორის“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 
 
 
 
აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი

კონკურსში მონაწილე კანდიდტების სია