უწყებათაშორისი საერთაშორისო შეთანხმება 

24 ნოემბერი 2025, 10:58 76 ნახვა

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და თურქეთის ეროვნული თავდაცვის სამინისტროს შორის უწყებათაშორის საერთაშორისო შეთანხმება გაფორმდა. 

შეთანხმების მიზანია, დაარეგულიროს ორმხრივი ვალდებულებები თურქეთის საზღვაო ძალების ხომალდებზე NATO-ს საზღვაო ოპერაციის „ზღვის მცველი“ (OSG) ფარგლებში, სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის ტაქტიკური ქვედანაყოფის ასვლის, განთავსების, მოვალეობებისა და პასუხისმგებლობის დეტალებთან დაკავშირებით.

თურქეთი უკვე მეორე სახელმწიფოა რომელმაც, მზაობა გამოთქვა, ნატო-ს ოპერაციის ფარგლებში, საკუთარი საზღვაო ძალების ხომალდებზე საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის ტაქტიკური ქვედანაყოფი განეთავსებინა.

აღსანიშნავია, რომ NATO-ს არაწევრი ქვეყნებიდან საქართველო პირველი ქვეყანაა, რომელმაც შესაბამისი ქვედანაყოფების მიერ სათანადო სერტიფიცირების დასრულების შედეგად 2022 წელს  „ზღვის მცველის“ (OSG) ოპერაციული პარტნიორის სტატუსი მიიღო.

ამ გადაწყვეტილების საფუძველზე, საქართველოს უფლებამოსილებაა საზღვაო უსაფრთხოების კუთხით ალიანსის მხარდაჭერა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი

კონკურსში მონაწილე კანდიდტების სია