ბულგარეთის პრეზიდენტთან საინტერესო საუბარი მქონდა, როგორც ორმხრივი თანამშრომლობის, ისე შავი ზღვის აუზთან დაკავშირებით უსაფრთხოებისა და ეკონომიკურ თანამშრომლობის საკითხებზე - პაპუაშვილი

51 წუთის წინ 122 ნახვა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ბულგარეთის პრეზიდენტთან შეხვედრა მედიასთან შეაფასა და აღნიშნა, რომ საინტერესო საუბარი ჰქონდა როგორც ორმხრივი თანამშრომლობის, ისე შავი ზღვის აუზთან დაკავშირებით უსაფრთხოებისა და ეკონომიკურ თანამშრომლობის საკითხებზე. 

„მნიშვნელოვანია, რომ ბულგარეთი ჩვენი მხურვალე მხარდამჭერია ყველა იმ წამოწყებას შორის, რომელიც შუა დერეფნის მნიშვნელობას ზრდის. ბულგარეთთან ერთად ჩვენ ჩართული ვართ საერთო საქმეში, შავ ზღვაში ელექტროკაბელისპროექტის განხორციელებაში. ასევე პრეზიდენტმა ახსენა სხვა იდეები, რომელიც მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყნები დაკავშირდეს, მათ შორის ისაუბრა მის ვიზიტზე, რომელიც ახლახანს შედგა ცენტრალურ აზიაში და ამ მხრივ, ევროკავშირსა და ცენტრალურ აზიას შორის დაკავშირებადობის ფაზაში საქართველოს როლზე. ეს არის ის შესაძლებლობა, რომელიც ჩვენმა რეგიონმა უნდა გამოიყენოს ჩვენი მოსახლეობის კეთილდღეობისთვის და ამ მხრივ ჩვენ ბულგარეთთან საუკეთესო თანამშრომლობის გამოცდილება და მომავალი თანამშრომლობის იმედი გვაქვს“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა. 

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ბულგარეთის პრეზიდენტ რუმენრადევს შეხვდა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი

კონკურსში მონაწილე კანდიდტების სია