ეს იყო ძარცვის საქმე, რომელიც დაიწყო 2008 წლიდან და  ჰქონდა აშკარა პოლიტიკური საფუძველი - პრემიერი Credit Suisse-ის საქმეზე

58 წუთის წინ 114 ნახვა

ძალიან კარგია, რომ სიმართლე დადგინდა  Credit Suisse-ის საქმესთან დაკავშირებით, -  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ეს იყო ძარცვის საქმე, რომელიც დაიწყო 2008 წლიდან და ამას ჰქონდა აშკარა პოლიტიკური საფუძველი.

„ყველამ ისედაც ვიცოდით, რა იყო სიმართლე და რამდენად უხეში იყო ის ძარცვის საქმე, რომელიც დაკავშირებული იყო  შვეიცარულ ბანკში ბატონი ბიძინა ივანიშვილის ანგარიშთან. ეს იყო ძარცვის საქმე, რომელიც დაიწყო 2008 წლიდან და ამას ჰქონდა აშკარა პოლიტიკური საფუძველი. შეგახსენებთ, რომ ამ ძარცვის საქმის დაწყება უკავშირდება იმ პერიოდს, როდესაც ბიძინა ივანიშვილმა შეწყვიტა ყოველგვარი კომუნიკაცია მიხეილ სააკაშვილთან, მაშინდელ ხელისუფლებასთან. ამის შემდეგ დაიწყო მთელი ეს პროცესი, რომელიც გრძელდება ამდენი წლის განმავლობაში. ეს ყველაფერი მიუთითებს იმ მძიმე მდგომარეობაზე, რომელიც არის კონკრეტულად საბანკო სისტემაშიც ჩამოყალიბებული. ასე უხეშად იქცევიან, ასე უხეშად ეპყრობიან კერძო კლიენტებს კონკრეტული კომერციული ორგანიზაციები და ეს ხდება შუაგულ ევროპაში, შვეიცარიაში. ამას ვერავინ წარმოიდგენდა რამდენიმე ათწლეულის წინ, თუმცა რაც წარმოუდგენელი იყო წლების წინ, დღეს ის არის შემდგარი ფაქტი. 

რაც შეეხება უშუალოდ თანხის დაბრუნებას, თავისთავად, სასამართლოს გადაწყვეტილება არ არის ამის გარანტია, რაზეც ბიძინა ივანიშვილის ადვოკატმაც ისაუბრა. გრძელდება ზეწოლა, შანტაჟი, რაც დაკავშირებულია პოლიტიკურ მოვლენებთან და ვფიქრობთ, რომ ეს შანტაჟი მომავალშიც გაგრძელდება. დაველოდოთ მოვლენების განვითარებას. ბატონ ბიძინა ივანიშვილს არაერთხელ აქვს გაკეთებული განცხადება  იმასთან დაკავშირებით, რომ ვერავითარი შანტაჟი მას ვერ აიძულებს ქვეყნის წინააღმდეგ გადადგას რაიმე ნაბიჯი“, -  განაცხადა პრემიერმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი

კონკურსში მონაწილე კანდიდტების სია