შალვა პაპუაშვილი ბულგარეთის პრეზიდენტს შეხვდა

48 წუთის წინ 59 ნახვა

PABSEC რიგით 66-ე გენერალური ასამბლეის დასრულების შემდეგ პარლამენტის თავმჯდომარეს ბულგარეთის პრეზიდენტმა უმასპინძლა.    

შალვა პაპუაშვილმა მადლიერება გამოხატა ბულგარეთის მიერ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის, განიხილეს ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები, მათ შორის საპარლამენტო ურთიერთობები.  

შეხვედრაზე აღინიშნა საქართველოსა და ბულგარეთს, როგორც შავი ზღვის ქვეყნებს შორის თანამშრომლობისა და მეტი დაკავშირებადობის ხელშეწყობის მნიშვნელობა.  

საუბარი, აგრეთვე, შეეხო საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებს.

 

სოფიკო მაკარაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი

კონკურსში მონაწილე კანდიდტების სია