პრემიერის ინტერპელაცია, 26 ნოემბერს გაიმართება, საკითხები შეეხება განათლების რეფორმას და უპრეცედენტო ინვესტიციას - ირაკლი კირცხალია

48 წუთის წინ 93 ნახვა

ამ კვირის მთავარი თემა, რაც მინდა საზოგადოებას ვაცნობო, ეს არის პრემიერ-მინისტრის ინტერპელაცია, რომელიც 26 ნოემბერს გაიმართება, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კირცხალიამ „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე.

მისი თქმით, ინტერპელაციის საკითხები შეეხება ორ ძირითად თემას - განათლების რეფორმას და უპრეცედენტო ინვესტიციას.

„ამ კვირის მთავარი თემა, რაც მინდა საზოგადოებას ვაცნობო, ეს არის პრემიერ-მინისტრის ინტერპელაცია, რომელიც 26 ნოემბერს გაიმართება.

ინტერპელაციის საკითხები შეეხება ორ ძირითად თემას და საკითხს. პირველი, ეს არის განათლების რეფორმასთან დაკავშირებული შეკითხვები, რომელიც ფრაქცია „ქართულმა ოცნებამ“ მოამზადა და ასევე, უპრეცედენტო ინვესტიციასთან დაკავშირებით. კერძოდ, Eagle Hills-ზე და EMAAR-ზე მაქვს საუბარი, რომელიც ჩვენს ქვეყანაში ხორციელდება. სულ რამდენიმე თვეში უნდა დაიწყოს პროექტის განხორციელება“, - აღნიშნა ირაკლი კირცხალიამ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი

კონკურსში მონაწილე კანდიდტების სია