ახალი მოწვევის საკრებულოს პირველი სხდომა-ქობულეთ

30 ოქტომბერი 2025, 15:13 238 ნახვა

ქობულეთის მე-6 მოწვევის საკრებულოს  თავმჯდომარედ იოსებ ჟღენტი აირჩიეს. მას სამი მოადგილე ეყოლება. დღესვე, საკრებულოს მუდმივმოქმედი 5-კომისიის წევრები და ხელმძღვანელი პირები აირჩიეს. პროცედურულად პირველი სხდომა, ქობულეთის 81-ე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ გახსნა. ახალი მოწვევის საკრებულოში ქართული ოცნება 36-წევრით არის წარმოდგენილი.  ერთი მანდატი კი "ლელო ძლიერ საქართველოს" ჰყავს. სხდომის დასრულების შემდეგ საკრებულოს ახლადარჩეულმა თავმჯდომარემ მადლობა გადაუხადა ქართული ოცნების გუნდს ნდობისთვის და ასევე ყოფილ თავმჯდომარეს.  ისაუბრა მომავალი წლის ბიუჯეტზე და ახალ პროექტებზე.

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

ამინდი

 კონკურსი მაუწყბელის დირექტორის პოზიციაზე