ბათუმელი ბატუტზე მხტომელების წარმატება

04 ნოემბერი 2022, 10:36 928 ნახვა

დასრულდა თბილისის ღია ჩემპიონატი ბატუტზე ხტომაში, სადაც ბათუმის სპორტის სასახლის ტანმოვარჯიშეებმა ორი ოქროს, სამი ვერცხლისა და ერთი ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს. ჭაბუკთა მესამე თანრიგში ტურნირის გამარჯვებული სანდრა ღლონტი გახდა, ანასტასია დუმბაძე ვიცე-ჩემპიონის ტიტულს დაეუფლა.

ჭაბუკთა პირველ თანრიგში ნია კიკაბიძემ ოქროს, ხოლო ნინო უსუბიანმა ვერცხლის მედლები მოიპოვეს. სპორტის ოსტატობის პროგრამით დიანა ფოთელიძე ბრინჯაოს მედალს დასჯერდა.

ტურნირზე ბათუმის სპორტის სასახლის ტანმოვარჯიშეებმა გუნდურ ჩათვლაში მეორე  საპრიზო ადგილი დაიკავეს. გუნდი შეჯიბრებისთვის ლიალია ასკეროვამ მოამზადა.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი