ბათუმში ლევან შავაძის სახელობის საერთაშორისო ტურნირი გაიმართება

03 ნოემბერი 2022, 12:32 1183 ნახვა

4-6 ნოემბერს, ბათუმის სპორტის სასახლე, ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში, საქართველოს დამსახურებული მწვრთნელის, ლევან შავაძის ხსოვნისადმი მიძღვნილ საერთაშორისო ტურნირს უმასპინძლებს.

შეჯიბრება 2008-2010 წლებში დაბადებულ უმცროს ჭაბუკთა შორის გაიმართება. ტურნირი 35, 38 ,41 ,44 ,48, 52 ,57 ,62 , 68, 75 და 85 კილოგრამ წონით კატეგორიაში ჩატარდება.

ლევან შავაძე 64 წლის ასაკში გარდაიცვალა. გასულ წელს მისი სახელობის რესპუბლიკური ტურნირი ჩატარდა, წელს კი საერთაშორისო ტურნირი გაიმართება.

ლევან შავაძის აღზრდილმა მოჭიდავეებმა საქართველოს სხვადასხვა ასპარეზზე 50-ზე მეტი გამარჯვება მოუტანეს.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში