ხსოვნის ტურნირი მინი ფეხბურთში

01 ნოემბერი 2022, 11:44 606 ნახვა

ბათუმში დასრულდა ტრაგიკულად დაღუპული პოლიციელის ნუკრი ბოლქვაძის ხსოვნისადმი მიძღვნილი ტურნირი მინი-ფეხბურთში ძალოვან სტრუქტურულ ორგანიზაციებს შორის, რომელიც აჭარის სპორტის დეპარტამენტისა და აჭარის მინი-ფეხბურთის ფედერაციის ორგანიზებით 2014 წლიდან ტარდება. შეჯიბრებაში ექვსი გუნდი მონაწილეობდა. ფინალში ერთმანეთს საპატრულო პოლიციისა და თავდაცვის სამინისტროს მეათე კადრირებული ბრიგადის გუნდები დაუპირისპირდნენ. 5:2 გაიმარჯვა საპატრულო პოლიციის გუნდმა, მესამე ადგილზე დაცვის სამსახურის „დელტას“ გუნდი გავიდა. გამარჯვებულები და პრიზიორები მედლებით, თასებითა და სიგელებით დაჯილდოვდნენ. ასევე დაჯილდოვდნენ სხვადასხვა ნომინაციაში გამოვლენილი საუკეთესო ფეხბურთელები. ტურნირის ორგანიზატორთა თქმით, სამომავლოდ შეჯიბრებისთვის საერთაშორისო სტატუსის მინიჭება იგეგმება.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი