სლოვენიის ქალაქ კოპერში გამართულ ევროპის თასზე, საქართველოს ჭაბუკ ძიუდოისტთა ნაკრებმა ერთი ოქროს, სამი ვერცხლისა და სამი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ოქროს მედალი შოთა გოჩიაშვილმა მოიპოვა, ვერცხლი შოთა ბაჩოშვილმა, მერაბ სამადაშვილმა და ლუკა ბენიაიძემ, ხოლო ბრინჯაო – თორნიკე გიგაურმა, მათე გველესიანმა და გიორგი გივიშვილმა.