აჭარის კალათბურთის ფედერაციის თასის გათამაშება

31 ოქტომბერი 2022, 19:45 751 ნახვა

ბათუმში დასრულდა აჭარის კალათბურთის ფედერაციის თასის ტრადიციული გათამაშება 14 წლამდე ასაკის მოზარდებს შორის. ტურნირში ოთხი გუნდი მონაწილეობდა. „ბათუმი 1“, ბათუმი 2“, თბილისის კალათბურთის აკადემიისა და ზაზა ფაჩულიას კალათბურთის აკადემიის გუნდები. ფინალურ შეხვედრაში „ბათუმი 1“ ზაზა ფაჩულიას აკადემიის გუნდს დაუპირისპირდა და 73:60 დაამარცხა. მესამე ადგილზე თბილისის კალათბურთის აკადემიის გუნდი გავიდა. ტურნირის MVP (საუკეთესო კალათბურთელი) „ბათუმი 1“-ის მოთამაშე ლუკა გაბისიანი გახდა, რომელმაც ფინალში მეტოქეს 24 ქულა ჩაუგდო. გამარჯვებული და პრიზიორი გუნდები საკალათბურთო კლუბ „ბათუმის“ კაპიტანმა ლევან ელიაძემ დააჯილდოვა.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი