კრივის საერთაშორისო ორგანიზაცია „აი-ბი-ეი“-მ (IBA) განახლებული მსოფლიო რეიტინგი გამოაქვეყნა, რომელშიც დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ტიტულოვანი მოკრივე, საქართველოს ნაკრების კაპიტანი ლაშა გურული ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ -67 კილოგრამ წონით კატეგორიაში პირველ ადგილს იკავებს. მიმდინარე წლის ბოლოს 16-18 დეკემბერს დუბაიში მსოფლიო რეიტინგის ტოპ ოთხი მოკრივე ჩემპიონის ქამრისა და საუკეთესოს წოდების მოსაპოვებლად იბრძოლებს. ლაშა გურული ამ ტურნირზე პირველი ნომერი იქნება.