კიტეიშვილის გოლი ძალიან ემოციური იყო - "შტურმის" მთავარი მწვრთნელი

28 ოქტომბერი 2022, 13:30 598 ნახვა

გრაცის "შტურმის" მთავარმა მწვრთნელმა კრისტიან ილცერმა "ფეინოორდის" 1-0 დამარცხების შემდეგ კომენტარი გააკეთა და შეხვედრა შეაფასა.

ილცერმა კიტეიშვილზეც ისაუბრა და აღნიშნა რომ ასეთი ემოცია მის კარიერაში იშვიათი შემთხვევაა.

"ეს იყო ემოციური მომენტი, რომელიც ჩემს კარიერაში იშვიათად განმიცდია, კიტეიშვილი ძალიან მონდომებულია და ეს დაუფასდა" - განაცხადა "შტურმის" მთავარმა მწვრთნელმა.

შეგახსენებთ რომ ევროპის ლიგის მეხუთე ტურის შეხვედრაში "შტურმი" საკუთარ მოედანზე როტერდამის "ფეინოორდს" მასპინძლობდა. ოთარ კიტეიშვილი შეხვედრაში 56-ე წუთზე ჩაერთო და გამარჯვების მომტანი გოლი 93-ე წუთზე გაიტანა.

ამ დროისთვის "შტურმი" 8 ქულით რომის "ლაციოსთან" ერთად ჯგუფის ლიდერია. ბოლო ტურში კი გრაცელებს "მიტიულანდთან" ფრეც ჰყოფნით შემდეგ ეტაპზე გასასვლელად. მიმდინარე სეზონში 26 წლის კიტეიშვილმა საერთო ჯამში "შტურმის" მასურით 10 შეხვედრა ჩაატარა და მის ანგარიშზე 2 გატანილი გოლია.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში